დახმარების ცენტრი

დახმარების ცენტრი

იპოვეთ პასუხები ყველა თქვენს კითხვაზე

გადახდები

რა საშუალებებით არის შესაძლებელი თანხის გადახდა და როგორ გავიგო სააბონენტოს გადახდის თარიღი?

ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის სააბონენტო ანგარიშდება 30 კალენდარულ დღეზე და მოქმედებს წინასწარი გადახდის სისტემა, შესაბამისად, თარიღი მონაცვლეობს მიმდინარე თვის კალენდარული დღეების რაოდენობის მიხედვით;

თანხის შევსება  შესაძლებელია: სწრაფი გადახდის აპარატებით(PAYBOX,BOG,LIBERTY,TBC), ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით(BOG,LIBERTY,TBC) - მოძებნე „ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“.

მომსახურება აღდგება გადახდიდან მაქსიმუმ 30 წუთში.

თანხის ჩარიცხვის სერვისის საფასური და პირობები დამოკიდებულია სერვისის გამწევ კომპანიებზე.

საქართველოს ბანკის ჩარიცხვის აპარატებით და საქართველოს ბანკის მობაილბანკით ჩარიცხვისას მოქმედებს 0%-იანი საკომისიო!!!

შესაძლებელია თუ არა არასრული სააბონენტო თანხის დარიცხვა?

  • შესაძლებელია,თუკი ბალანსზე დაირიცხება(საკომისიოს გამოკლებით) 10 ლარი და მასზე ზემოთ.
  • ხოლო 10 ლარზე ნაკლების დარიცხვისას თანხა ბალანსზე შეინახება,და თანხის დამატებისას ან ოპერატორთან დარეკვისას შეძლებთ გააქტიურებას

რა ღირს კრედიტით სარგებლობა?

  • კრედიტით სარგებლობა შეგიძლიათ,თუ ინტერნეტი გაგეთიშათ და ამასთანავე დავალიანება არ გაქვთ!
  • კრედიტის  მაქსიმალური ხანგძლივობა არის 10 დღე.
  • კრედიტით სარგებლობა უფასოა!

შესაძლებელია თუ არა სერვისის დაპაუზება - დროებით შეჩერება?

  • სერვისის შეჩერება (პაუზა) შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის შემთხვევაში(თუ ტელევიზია გაქვთ,პაუზდება ინტერნეტ-ტელევიზია ერთდროულად.მხოლოდ ტელევიზიას ვერ დაპაუზებთ)
  • შეჩერების მაქსიმალური ვადაა 90 დღე;
  • დაპაუზება უფასოა
  • რეაქტივაციისთვის უნდა დაუკავშრდეთ ჩვენს ქოლცენტრს.რეაქტივაცია შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უფასოდ.

გაითვალისწინეთ,რომ თუკი რექატივაცია არ მოხდება დაპაუზებიდან 90 დღის შემდეგ,ინტერნეტი გააქტიურდება ავტომატურად!

შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ იმ აბონენტებზე,რომელთაც აქვთ კომპანიის საკუთრებაში არსებული მოწყობილობები!!!

შემიძლია თუ არა WiFi როუტერის პაროლის შეცვლა?

  • შესაძლებელია,მხოლოდ იმ აბონენტებთან,ვისაც აქვს ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი.
  • თუმცა ზოგჯერ არის გამონაკლისი შემთხვევებიც და აუცილებელია ფიზიკურად დაკავშირება ვაიფაისთან

ტექნიკური საკითხები

როგორ შევამოწმო რა სიჩქარით მომეწოდება ინტერნეტი?

ინტერნეტის სიჩქარის შესამოწმებლად აუცილებელი პირობაა:

  •  ქსელში ჩართული იყოს მხოლოდ ის მოწყობილობა, საიდანაც ხდება სიჩქარის შემოწმება.
  • აღნიშნული მოწყობილობა ქსელთან დაკავშირებული იყოს კაბელით და არა WIFI-თ.
  • ამასთანავე, მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაში გათიშული უნდა იყოს ყველა ის აპლიკაცია, რომელმაც პარალელურ რეჟიმში შეიძლება ინტერნეტი გამოიყენოს.
  • ისარგებლეთ www.speedtest.net ვებ-გვერდით,ან vgs.ge/?page=speedtest და შეამოწმეთ სიჩქარე

რა ფაქტორები შეიძლება უშლიდეს ხელს WiFi სიგნალის გავრცელებას?
  • თუ WIFI-ს სიგნალის გამავრცელებელსა და  მოწყობილობას (ტელეფონი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი) შორის მანძილი დიდია, უკაბელო ქსელის სიგნალი სუსტდება.  სახლის პირობებში  რეკომენდირებულია მანძილი გადამცემსა და მომხმარებელს შორის 10 მეტრს არ აღემატებოდეს. ამ მანძილის გამოთვლისას ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სახლში არსებული სხვადასხვა წინაღობა: კედლები, ავეჯი, კარები, სარკე, რადიო ტელეფონი და მიკროტალღური ღუმელი. ყველა ჩამოთვლილი საგნები წინაღობაა და ხელს უშლის რადიო ტალღის გავრცელებას;
  • აღსანიშნავია, რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ძალიან ბევრი მომხმარებელი საკუთარ WIFI გადამცემს იყენებს და შესაბამისად ერთ გეოგრაფიულ წერტილში თავმოყრილი მოწყობილობები ერთმანეთს მონაცემების გადაცემასა და მიღებაში ხელს უშლის, ამიტომ Wi-fi-თ სარგებლობისას ყველაზე მნიშნვნელოვანია გადამცემის მახასიათებლებისა და ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა.
როგორ გავიგო ჩემი გარე (გლობალური) IP მისამართი?

საკუთარი გარე (გლობალური) IP მისამართის გაგება მარტივად შეგიძლია. Google-ის  საძიებო ველში ჩაწერე „ what is my ip “ და პირველივე შედეგი, რასაც ძიება გაჩვენებს, იქნება შენი IP მისამართი

კიდევ გაქვთ შეკითხვები?

თუ ვერ იპოვეთ საჭირო პასუხი ან გჭირდებათ დამატებითი დახმარება, დაგვიკავშირდით. ჩვენი მხარდაჭერის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.